- Advertisement -

“ნაცმოძრაობა”: თელავში, სოფელ ყარაჯალოში ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “ნაციონალი მოძრაობის” კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავჯდომარემ განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, უბანზე ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას, რაზეც მათმა წარმომადგენლმა საჩივარი დაწერა.

“სოფელ ყარჯალის #38 სარჩევნო უბანზე,ამომრჩეველი ხმის მიცემას სხვიისი პირადობით ცდილობდა და რეგისტრატორმა ხელი სხვისი პირადობის გასწვრივ მოაწერინა, რაც ჩვენმა წრმომადგენელმა გააპროტესტა.დაიწერა საჩივარი.ჩვენ წუხელვე გვქონდა ინფორმაცია,რომ ამ კონკრეტულ უბნებზე იგეგემება მთელი რიგი გაყალბება.ვფიქრობ,ეს ინციდენტი გავლენას იქონიებს ამ უბნის საბოლო შედეგებზე.”- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

დარღვევას ნაწილობრივ ადასტურებს თელავის #17 სალოქო საარჩევო კომისიის თავჯდომარე.თუმცა გიორგი კალმახელიძე გამარტავს, რომ ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით კი არ ცდილობდა ხმის მიცემას,არამედ მას საარჩევნო უბანი შეეშალა.

“იყო დარღვევა,თუმცა აღნიშნულმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო, დაწერილია გაფრთხილება. ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ მოქალქეს შეეშალა საარჩევნო უბანი,რეგისტრატორმა შეცდომით მოაწერინა ხელი,რაზეც რეგისტარტორს მიეცა გაგრთხილება.მიუხედავად ხელის მოწერისა, ბიულეტენი არ გაცემულა.”- განაცხადა თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისი თავჯდომარემ, გიორგი კალმახელიძემ.

მომხდარს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვლის შტაბის ხელმძვანელი გამოეხმაურა. თელავის შტაბის ხელმძღვანელი, ბენო გეგეჭკორი აღნიშნულს ოპონენტების მხრიდან გამიზნულ პროვიკაციად აფასებს.

“არანაირი სააფუძველი არ აქვთ ეს განცხადებები გაკეთონ.თუმცაღა მე მესმის, მათი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში განგებ დაძაბონ სიტუაცია, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო მეტი მშვიდობა,მეტი გაერთიანება და მეტი ევროპა.”- აღნიშნა გეგეჭკორმა.

Comments
Loading...