- Advertisement -

“ნაცმოძრაობა”: ქედაში საარჩევნო კომისიები საჯარო მოხელეების ოჯახის წევრებითა და ნათესავებითაა დაკომპლექტებული

ქედაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არაჯანსაღ საარჩევნო გარემოზე საუბრობს, ქედის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძის თქმით, საარჩევნო კომისიები საჯარო მოხელეების ოჯახის წევრებითა და ნათესავებითაა დაკომპლექტებული.

„არჩევნების გაყალბების ერთი მექანიზმი არის ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ შეუწყო ხელი და დანიშნა საჯარო მოხელის ოჯახის წევრები და ნათესავები, ამ ყველაფერში კი ხელს უშუალოდ ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძე უწყობს ხელს.“ აცხადებს ჟურნალისტებთან ქედის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ.

ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და არ ეთანხმებიან 80 საარჩევნო ოლქში, ოლქის თავმჯდომარის ალი ნაკაშიძის თქმით, კადრები მხოლოდ კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით კანონმდებლობის შესაბამისად შეირჩა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, ამიტომ მე მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ დროს ოჯახურ პირობებს არ ვსწავლობთ, ჩვენ ამ დროს ვსწავლობთ მხოლოდ საარჩევნო გამოცდილებას და ამ კუთხით ვითვალისწინებთ“,- აცხადებს ჟურნალისტებთან ქედის 80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძე.

ქედაში სულ 15 684 ამომრჩეველი და 31 საარჩევნო უბანია.

Comments
Loading...