- Advertisement -

“ნაცმოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე საკრებულოს სხომაზე “გახარია წადი” პლაკატით მივიდა

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც “გახარია წადი” ეწერა. მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის დარბევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო.

“თქვენ ხართ რუსეთის მონები და ამისათვის პასუხს მოგთხოვთ შთამომავლობა. გახარიამ
უნდა დატოვოს თანამდებობა. მას ამ ქმედებას საქართველო არ აპატიებს,”- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

მის გამოსვლას მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია და ოპოზიციონერი დეპუტატის სხდომიდან გაძევება მოითხოვეს.

თუმცა, ცხვიტარია მთელი სხდომის განმავლობაში პროტესტის ნიშნად ტრანსფარანტით ხელში, ფეხზე იდგება.

Comments
Loading...