- Advertisement -

ნონა გაფრინდაშვილის თასს დღეს ზუგდიდმა დადიანების სასახლის ეზოში უმასპინძლა

გაფრინდაშვილმა და ნანა იოსელიანმა ერთდროულად 10 დაფაზე ითამაშეს.  როგორც გაფრინდაშვილმა ჟურნალისტენთან საუბარში განაცხადა, 2018 წლის 23 სექტემბერი-6 ოქტომბერი საქართველო ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს.
მისივე თქმით, საჭადრაკო ოლიმპიადა სპორტის სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, სადაც მონაწილეობს 190-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, 4000-მდე მოჭადრაკე და სხვა ოფიციალური პირი.

ცნონისთვის, საქართველომ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლება 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მოიპოვა.1998 წელს მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით ფიდემ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა. რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა. ნონას თასი უკვე საქართველოშია და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი გეგმავს თასის მოგზაურობას საქართველოს ყველა რეგიონში.

Comments
Loading...