„ნუ გვწამლავთ“ – ფოთში “კავკასიური მეტალის ტერმინალის” მუშაობას აპროტესტებენ

ფოთში, ჭავავაძის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი ახლოს მდებარე „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ მუშაბას აპროტესტებენ, რადგან მათი განცხადებით, ტერმინალის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი მტვერი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლები პრობლემის უმოკლეს ვადებში მოგვარებას ან სხვა ადგილას გადასახლებას მოითხოვენ.

„ჩვენ ვითხოვთ აქედან გადაგვასახლონ, რადგან აქ ცხოვრება შეუძლებელია. საშინელი მტვერი და სუნია, გარეთ ვერ გავდივართ, ბავშვები გაშავებულები შემოდიან სახლში, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, სარეცხს ვერ ვფენთ,ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, არ შეიძლება აქ ცხოვრება. მოგვცენ თანხაა ან ბინა და გადაგვასახლონ აქედან, ნუ დაგვხოცავენ“_ განაცხადა აქციის მონაწილემ, მაია ადეიშვილმა.

კომპანიის ადმინისტრაციაში ტვირთის მავნებლობას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საწარმო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს.

Comments
Loading...