- Advertisement -

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ვიდეო გზამკვლევის “გაცოცხლებული მუზეუმი”-ს პრეზენტაცია გაიმართება

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება ვიდეო გზამკვლევის “გაცოცხლებული მუზეუმი”-ს პრეზენტაცია.

გზამკვლევი მომზადდა “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის” პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ფოლკლორის დაცვა და პოპულარიზაცია. ტურისტული ინტერესის მქონე საჯარო ადგილის-მუზეუმისკენ მიზიდულობის გაზრდა უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტების მხრიდან.

ვიდეო გზამკვლევში ქართული ხალხური სიმღერებით გაცოცხლებულია გურიის ეთნოგრაფიული სურათები. ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატების გამოყენებით ეთნო-მუსიკალური მინი სცენები თვალსაჩინოდ და თვალნათლად გვიხატავენ გურულთა ყოფასა და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს.

პროექტის ავტორი: მაია გელაშვილი
პროექტის ხელმძღვანელი: ავთანდილ სურგულაძე
• საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს ოზურგეთის წარმომადგენლობა

დისკი მომზადდა და გამოიცა გურიის დამოუკიდებელი ტელეკომპანია “გურია TV”-ის მიერ.
ქვეგრანტის გამცემი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი”.

პროექტის პარტნიორია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

დასწრება თავისუფალია

Comments
Loading...