- Advertisement -

ონსა და ამბროლაურში სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ონსა და ამბროლაურში სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავნეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გგუბერნატორის ადმინისტრაცია ვრცელებს.

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მრავალპროფილიანი სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 19 სექტემბერს, სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნული ობიექტები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

სპორტული დარბაზების რეაბილიტაციისთვის 1 143 000 ლარია გამოყოფილი და მათი დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება. 

Comments
Loading...