ოპოზიციამ “აჭარის ტელევიზიასთან” დაკავშირებით სამ პუნქტიანი მოთხოვნების სია წარმოადგინა

ოპოზიცია “აჭარის ტელევიზიის” საქმით დაინტერესებისკენ მრჩეველთა საბჭოს წევრებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და საელჩოებს მოუწოდებენ.

გაერთიანრბულმა ოპოზიციამ დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სამ პუნქტიანი მოთხოვნების სიაც წარმოადგინა:

მოვუწოდებთ:

1. აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არ მისცეს საშუალება ხელისუფლებას ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევისა;

2. არასამთავრობო ორგანიზაციებს მოახდინონ ტელევიზიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მონიტორინგი და შეფასება;

3. საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებითა და ქვეყანაში მედიათავისუფლებაზე ხელისუფლების მიერ დაწყებული მორიგი შეტევით” – ამბობენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები.

”როგორც ჩანს ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვიტა, ამ გეგმის ნაწილია დირექტორის გადაყენება” – განაცხადა გია აბულაძემ.

შეგახსენებთ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა – გიგა ჩხარტიშვილმა [პარტია “ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე [“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტა] მოთხოვა, რისი განხილვაც მაუწყებელში ერთი კვირის ვადაში იგეგმება.

Comments
Loading...