ოპოზიციამ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციაში დაადანაშაულა

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება სახელმწიფო აუდიტის დასკვნის განხილვამ გამოიწვია, რომლის მიხედვით ფოთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი დარღვევები, საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას მერობის პერიოდს ეხება. ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციაში დაადანაშაულა, უმრავლესობას კი უმოქმედობისთვის უუნარო უწოდა.

,,აუდიტის დასკვნაში დარღვევების მცირე ნაწილია გადმოცემული, რაც ჩვენს ქალაქში ხდება. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი რაც კი დაიწყო წლების წინ გაჩერებულია თანხის გაფლანგვის გამო .,,ქართული ოცნება“, ქაალქის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი თავს იწონებენ იმით, რომ ყველა მშენებელ კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტეს და სასამართლოშია საქმე, ეს არის ამათი პასუხი . უნიათობასთან ერთად კორუფციასთან გვაქვს საქმე. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ბატონმა კაკულიამ უნდა აიღოს , რადგან იმ პერიდში ქალაქის მერი იყო და მასთან ერთად ახლანდელმა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ,“_ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა საკრებულოში ვახტანგ დარცმელიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გამოვლენილი ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება.

,,აუდიტის დასკვნის რეკომენდაციებს ვეთანხმებით, ეს არის გასათვალისწინებელი. ვინც რეალურად აკეთებს საქმეს, მას ყოველთვის აქვს პატარა ხარვეზები,რაც ასახულია კიდევაც დასკვნაში. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აუდიტის დასკვნაში მოცემული ხარვეზები გამოასწოროს,“_ განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

Comments
Loading...