პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება

დაბინძურებული წყლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ადგილობრივებმა გაავრცელეს, ინფორმაციას თან ერთვის ფოტო და ვიდეო მასალა.

წყლის სათავე ნაგებობა მაისის თვეში მომხდარმა სტიქიამ კიდევ უფრო მეტად დააზიანა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა,
რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ დრომდე ვერ მოიძია.

პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობს ახმეტის მერი. იოსებ ქარუმაშვილის განცხადებით, წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში იგეგმებოდა, მაგრამ მოსახლეობამ პრიორიტეტად ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა.

,,მაისში მოსული სტიქიის შემდეგ დაზიანდა სათავე ნაგებობა და მოსაწესრიგებელია. ვფიქრობდით, რომ სოფლის პროგრამების თანხით უნდა გაკეთებულიყო მაგრამ მოსახლეობის სურვილით ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ მოვიძიოთ თანხა და სათავე ნაგებობა აღვადგინოთ,“-განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

Comments
Loading...