- Advertisement -

პანკისში, ორი გვარის შესარიგებლად, შესაძლოა ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან უხუცესების მოწვევა გახდეს საჭირო

ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერგების საკითხის გამო, შესაძლოა ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან უხუცესების მოწვევა გახდეს საჭირო. ამის შესახებ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ზილმახან წუწაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, უხუცესები მაქსიმალურად შეეცდებიან დაძაბული მდგომარეობის განმუხტვას, რათა მსგავსი სისხლიანი დაპირისპირება აღარ მოხდეს.

“ჩვენი წესების მიხედვით, სისხლის აღება მოხდება მხოლოდ იმ პირის მიმართ, ვინც იარაღიდან გაისროლა და ადამიანი მოკლა. შერიგების შედეგი თუ დადგა, ამ დროს დამნაშავე პირს ე.წ შინაპატიმრობა მიესჯება და სახლიდან სხვა სოფელში გადაადგილება გვარის უფროსთან შეთანხმების შემდეგ ეძლევა “- განაცხადა წუწაშვილმა.

ცნობისათვის, 36 წლის ვისი მუთოშვილი გუშინ, სოფელ საკობიანოში დაპირისპირების დროს მოკლეს. შემთხვევის დროს დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი.

Comments
Loading...