პირველად ქართული თეატრის სცენაზე, ქუთაისის მესხიშვილის თეატრიში ევრიპიდეს “ჰეკაბე” დაიდგა

ევრიპიდეს “ჰეკაბე”, რომელიც, რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა ქუთაისის მესხიშვილის თეატრიში მსახიობებთან ერთად წარმოადგენა, პირველად დაიდგა ქართული თეატრის სცენაზე.

ეს არის სპექტაკლი მასზე, თუ როგორ იქცევიან ადამიანები დამნაშავეებად და რამხელაა სისტემის, სახელმწიფოს წილი ამაში. სპექტაკლი ქალებზე, რომლებიც ომში არასოდეს არიან დაცული, შვილმკვდარ მშობლებზე, რომლებიც სამართლიანობას ეძებენ და საკუთარი ტრაგედიით თვითონვე ხდებიან მკვლელები, თავგანწირვაზე, ომის და გამარჯვებების გადაფასებაზე, მონობაზე და ღირსეულ არჩევანზე.

ევრიპიდეს „ჰეკაბე“-ს მიშა ჩარკვიანისეული თხრობა მესხიშვილის სცენიდან, ზუსტად ეხმიანება ყველა იმ პრობლემას, რომელზეც ხმამაღლა ლაპარაკი და რეაქცია, დღეს და ახლო წარსულშიც, ჩვენი საზოგადოებისთვის სამოქალაქო ღირსებად და ვალდებულებად იქცა.

ერთმოქმედებიანი ტრაგედია მამაკაცების ტუალეტში იწყება და სრულდება. რადგან რეჟისორისთვის პისუარი მასკულინური სამყაროს ყველაზე მახინჯი მონაპოვარი და სახეა, როგორც სიმბოლო. მთავარი აქცენტი, ტროას ყოფილი დედოფლის და მისი ბრწყინვალე გარემოცვის, ახლა კი მონებად ქცეული ქალებისთვის სრულიად შეუსაბამო გარემოა.

სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ : ინგა კაკიაშვილი (ჰეკაბე), ნანუკა კუპატაძე(პოლიქსენე), გიო ჩაჩანიძე(ოდისევსი), დავით როინიშვილი (აგამემნონი), გაგი შენგელია (პოლიდოროსი), სულხან გოგოლაშვილი (პოლიმესტორი), ენდი ძიძავა (ქურუმი ქალი), თენგიზ ჯავახაძე (ტალთიბიუსი), ნინი ქარჩავა, ნანა ცხვირაშვილი, ანი ჩოგოვაძე (ქორო).

Comments
Loading...