- Advertisement -

პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ზაალ ებანოიძეს, დაბადებიდან 80 წლის იუბილე ბაღდათის მერიის წარმომადგენლებმა მიულოცეს

პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ზაალ ებანოიძეს, დაბადებიდან 80 წლის იუბილე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ, მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ზაალ ებანოიძე რამდენიმე კრებულის ავტორია , მათშორის პოემების და საბავშვო ლექსების. ქართული თანამედროვე, კლასიკური პოეზიიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დაჯილდოებულია გალაკტიონ ტაბიძის და ლადო ასათიანის პრემიით, არის ღირსების ორდენის კავალერი და ბაღდათის საპატიო მოქალაქე. უახლოეს მომავალში ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ზაალ ებანოიძის საიუბილეო საღამო, მრგვალი თარიღის შესრულებას ღვაწლმოსილ პოეტს მეგობრები და კოლეგები მილოცავენ.

Comments
Loading...