პრეზიდენტი: მე ვიყავი ევროკავშირის “შტაბკვარწირაში”

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებსა და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორ-მასწავლებლებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა ყურადღება წინასააჩევნი დაპირებაზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც ის რეგიონების პრეზიდენტი იქნება.

“პრეზიდენტს შეუძლია იყოს მთავრობასა და რეგიონს შორის შუამავალი. 2 დღეში მოვასწარი იმის ნახვა რაც მაინტერესებდა, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქუთაისს. ქუთაისი და წყალტუბო, ქუთაისი და გელათი და ქუთაისი თავისი ყველა უბნით. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშანი, როგორც საქართველოს კულტურის დედაქალაქმა. მე ვიყავი ევროკავშირის “შტაბკვარტირაში” ( რატომ მომივიდა ამის თქმა არვიცი-განაცხადა სიცილით პრეზიდენტმა) ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის კულტურის შემადგენელი ნაწილი. აქ უნდა იყოს დაცული და განვითარებული და ამისთვის მე მზად ვარ. ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იყოს დაცული და ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთეთ რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ადგილი მსოფლიო კულტურულ ძეგლებში”-განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი უკვე მეორე დღეა იმერეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი დღეს ბოტანიკურ ბაღში მივიდა და ადგილობრიველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. დღესვე პრეზიდენტი ქართულ პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო.

Comments
Loading...