პრეზიდენტი: ჩემი ერთ-ერთი მისიაა, რო ვიყოთ აღიარებული, როგორც ევროპული კულტურის შემადგენელი ნაწილი

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებსა და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორ-მასწავლებლებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა ყურადღება წინასააჩევნი დაპირებაზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც ის რეგიონების პრეზიდენტი იქნება.

“ჩემი წინასააჩევნო დაპირება იყო რომ მე ვიქნებოდი რეგიონების პრეზიდენტი. ეს ნიშნავს პირველ რიგში პრეზიდენტის ყურადღებას რეგიონების მიმართ და ყურადღების პირველი ნიშანი არის ჩამოსვლა და თქვენთან ყოფნა და იმის გაგება რა შეუძლია პრეზიდენტს, რომ მხარი დაუჭიროს იმ მიმართულებებს რომლების განვითარებისკენ არის მიმართული. პრეზიდენს შეუძლია ადვოკატირება, რეგიონის და მთავრობასთან იყოს
შუამავალი, რომ ზოგიერთი მიმართულება გაძლიერდეს.

პრეზიდენტს შეუძლია თავისი ხედვა ქონდეს. რამდენად იქნება ეს ხედვა გაზიარებული ეს სხვა საკითხია. და პრეზიდნტს აქვს სიტყვის თქმის უფლევა და შეიძლება ეს სიტყცა ძალან ძლიერი იყოს. მე ვიზიტის დროს ბევრი რამე დავათვალიერე. 2 დღეში მოვასწარი იმის ნახვა რაც მაინტერესებდა, ბევრი კულტურული დაწესებულებები ნანახი მქონდა, პრობლემების დიდ ნაწილს ადრეც გავეცანი, მინდოდა სხვა კუთხით ამ ქალაქის დანახვა. ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქუთაისს. მაგრამ გააჩნია თუ დავინახავთ სად არის ეს პოტენციალი. მთლიანობაში აქვს ქუთაისს ეს პოტენციალი.

ჩვენ ხშირად ნაწილ-ნაწილ ვუყურებთ, ქუთაისი და წყალტუბო, ქუთაისი და გელათი და ქუთაისი თავისი ყველა უბნით და არა მხოლოდ ცენტრით, სადაც ხშირად ჩამოვდივართ და ნახევარ საათში ვათვალიერებთ. ძალიან ბევრი რამ არის ქუთაისში და ეს მთლიანობა უნდა იყოს ნაჩვენები, თუკი ჩვენ გვინდა ავწიოთ პოტენციალი მაქსიმალურად. მე ამის მჯერა ღრმად რომ აქ არის ბევრი მიმართულებები, რომლებიც შეიძლებ აიყოს გაძლიერებული და გეტყვით: პირველ რიგში ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშანი როგორც საქართველოს კულტურის დედაქალაქი. არის იყოს და იქნება. და რადგან მე მიმაჩნია რომ ვარ საზღვარგარეთ საქართველოს კლტურის ელჩი ჩემი დანიშნულებაა მივიტანო იქამდე სადაც გვყავს პარტნიორები, გავაგებინო რომ ეს კულტურა არის მსოფლიო კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ასევე ევროპის კულტურის. ახლახანს ვიყავი მე ბტიუსელში ევროკავშირის “შტაბკვარტირში” ( რატომ მომივიდა ეს სიტყვა არვიცი-განაცხადა სიცილით პრეზიდენტმა-სად ილექევა ზოგიერთი რამე) ეხლა ჩვენი პოზიცია არის რომ ძალიან ბევრი კუთხით ვართ ახლოს გაწევრიანებასთან მაგრამ დიდი წინააღმდეგობებია პოლიტიკური გარემოებების გამო, არა ჩვენ გამო, რაც ხდება ევროკავშირში იმის გამო. ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ გავხდეთ სრულყოფილი წევრი ევროპის კულტურის და ეს ძალიან ბევრს გვაძლევს. და ჩვენ უნდა ვიყოთ აღიარებული როგორც შემადგენელი ნაწილი ევროპული კულტურის. როცა ახლოდან ხედავენ რა არის ჩვენი კულტურა, მაშინ კითხვა არ ისმის თუ რატომ უნდა იქნეს მიღებული საქართველო ამ წრეში. ეს არის ერთ ერთი ჩემი მისია და ამ მისიაში ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ქუთაისს თავისი მრავალფეროვნებით. ეს არის რაც აქ უნდა იყოს დაცული და განვითარებული და ამისთვის მე მზად ვარ ყველა კუთხით მხარდაჭერა. ერთი მიმართულება არის მნიშვნრლოვანი ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ყველანაირი ძეგლებია აქ. აღარფერს ვიტყვი გელათზე რომელიც ჩაწერილია იუნესკოს ძეგლთა სიაში. და ეს არის მნიშვნეოვანი, აღარ გავიხსენებ ბაგრატის სამწუხარო ბედს. მაგრამ გელათმა გადაარჩუნა ქუთაისში. ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთეთ რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

Comments
Loading...