პრემიერ მინისტრმა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა დაათვალიერა

პრემიერ მინისტრმა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა დაათვალიერა. ბიბლიოთეკაში დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები. მოხდა ძველი და ახალი წიგნების რესტავრაცია – კონსერვაცია.

პრემიერი ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა წყალბურთელებს,მწვრთნელებს და სტუდენტებსაც შეხვდა.მამუკა ბახტაძის თქმით, ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტბის შესაბამისი ოლიმპიური აუზი აშენდება. შესაბამისი დავალება პრემიერმა განათლების მინისტრს მისცა. ბახტაძის თქმით, ქალაქში არ არის მაღალი დონის აუზი,რომელიც საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს, შესაბამისად ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცლებელია.

Comments
Loading...