პროფესორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადნაშაულებს, ბათუმის საკრებულოს დეპუტატია

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ომარ მახარაძეს, რომელიც ამავდროულად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია, 19 წლის სტუდენტის სექსუალური შევიწროებაში ადანაშაულებს.

დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე მედიასთან შეხვედრას გეგმავს.

შეგახსნებეთ, სტუდენტმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მომხდარი ფაქტის შესახებ მიმართა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ეთიკის კომისიის შედეგებს ელოდება. იმ შემთხვევაში თუ ეთიკის კომისია ფაქტების სიზუსტეს დაადგენს, ლექტორს სააღმზრდელო საქმიანობის უფლება ჩამოერთმევა.

Comments
Loading...