- Advertisement -

რამდენიმე დღეა თელავის მოსახლეობას წყალი შეღღუდულ რეჟიმში მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ,რომ მიზეზი სათავე ნაგებობებზე წყლის დებეტის შემცირებაა.

“რეაბილიტაციას ვატარებთ და ვცდილობთ, წყალი შეძლებისდაგვარად თანაბრად გადავანაწილოთ.ამჟამად თელავის მოსახლეობას ერთ საათშO დაახლოებით 420 კუბური მეტრი წყალი მიეწოდება. ეს საკმარისი უნდა იყოს,თუმცა ქსელში დაზიანებებია და აბონენტების ძირითადი ნაწილი გამრიცხველიანებული არ არის.

გვაქვს წყლის ბევრი დანაკარგი კორპუსის შიდა სისტემებში, ამიტომ იძულებულნი გავხდით, შეგვეწტყვიტა გრაფიკი და გადაგვენაწილებინა. ხალხს წყალს ვაწვდით ცისტერნითაც, სადაც ამის საჭიროებაა.ამინმდმა თუ ხელი შეგვიწყო,შეიძლება ხვალიდანვე დავიწყოთ გაუმჯობესება.თუ ისევ გვალვა იქნება, სამი კვირა მაინც დაგვჭირდება სამუშაოების შესასრულებლად” – განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითზებში, ზაზა სიხარულიძემ.

Comments
Loading...