- Advertisement -

რა ღონისძიებები გაიმართება 13 ოქტომბერს, გურჯაანში, ღვინის ფესტივალი ფარგლებში –

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ზე, რომელიც წელს მეორედ იმართება და წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ:

o დაათვალიერონ გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ტურისტული
ინფრასტრუქტურის, ველისციხის რეაბილიტაციის, ახალი ტურისტული ცენტრი-ქალაქის
მშენებლობისა და ახალი ღვინის მარნების გამოფენა.

o დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი ხელმისაწვდომ
ფასად;

o მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-
გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში;

o დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და
კულინარიული პავილიონები;

o მოისმინონ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ქართული პოლიფონიური
სიმღერები და იხილონ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები;

o მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებსა და გათამაშებაში და მოიგონ სპეციალურად
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიერ დაწესებული საჩუქრები;

o გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, გახდნენ საუკეთესო ღვინოების
გამოვლენისა და დაჯიდლოების თანამონაწილეები;

o მონაწილეობა მიიღონ ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში;

ფესტივალს დაასრულებს ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი.
დღის ბოლოს, 19:00 საათზე კი გაიმართება ფილმის ჩვენება: „საქართველო – ღვინის სამშობლო“.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი
გენერალური სპონსორია სს “m2 უძრავი ქონება“, ხოლო მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი – დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა,
ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული
საზოგადოებისთვის.

Comments
Loading...