- Advertisement -

რიჟვაძე: ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის

„ეს მნიშვნელოვანი გამოფენაა და ძალიან გამიხარდა, რომ აქ თემატური სტენდი ბათუმიდანაც არის წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის დელეგაციის წევრები პრემიერის ხელმძღვანელობით, ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებაში.

მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის, ამ შემთხვევაში – ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებზე ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი მომავალში ქართული სახეებითა და ქართული გამომცემლობებით“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ქართული თემატური პავილიონის დათვალიერებისას, სადაც მრავალ საინტერესო სტენდთან ერთად, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ იყო წარმოდგენილი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის – საქართველოს თემატური სტენდები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსსა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდები. საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება.

Comments
Loading...