- Advertisement -

რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

გალის რაიონში ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე – 1979 წელს დაბადებული მამუკა კუკავა და 1986 წელს დაბადებული გოჩა გულორდავა დააკავეს.

ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ე.წ უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, დაკავებულები დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. სოხუმის სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Comments
Loading...