საახალწლოდ განათებული ჭიათურა – ფოტოები

ჭიათურის მერიის წინ საახალწლო ნაძვის ხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა აანთეს.

განათების ცერემონიალისთვის სკვერში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

გივი მოდებაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და მათ სიმშვიდე, ბედნირება და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს.

საახალწლო ღონისძიებები ჭიათურაში 24 დეკემბრიდან დაიწყება.

Comments
Loading...