- Advertisement -

სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტირება მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, თავმჯდომარის მაოდგილემ ლევან კუპატაშვილმა და სომხეთის სატრანსპორტო პროექტების განმახორციელებელი ორგანზაციის წარმომადგენლებმა ვაზგენ პეტროსიანმა და არტურ სანოიანმა სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობის საკითხები განიხილეს.

ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება. „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანანსებს. ხიდის პროექტირება-მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ამ დროისთვის, ახალი ხიდის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს.

ერთობილივი ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე — სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს — კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს კი – საქართველო.

შეხვედრაზე, ირაკლი ქარსელაძემ სომხურ მხარეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი საგზო ინფრასტრუქტურული პროექტების შესასხებ ინფრომაცია მიაწოდა და რთული რელიეფსა და კლიმატურ პირობებში გზების მშენებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა.

Comments
Loading...