- Advertisement -

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეებად დავით ვერავა და ნუკრი ხასია დაინიშნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, ალექსანდრე მოწერელიას ახალი მოადგილეები ჰყავს . ესენი არიან დავით ვერავა და ნუკრი ხასია. ახალი მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის გახსნისას განაცხადა.

დავით ვერავა საკრებულოს არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებიდან”. ვერავა ირაკლი ჩიქოვანის ახლო ნათესავია, რომელიც “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
ნუკრი ხასია კი არის ფონდ „ქართულ“ წარომადგენელი.

Comments
Loading...