სამტრედიაში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

8 აგვისტოს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ჯამბურიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ და ღონისძიების სხვა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართველი მებრძოლების სამაგალითო გმირობას.

მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს და ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.

“უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის ხსოვნის წინაშე, ვინც ქვეყნის ერთიანობას და სამშობლოს სიყვარულს შესწირა თავი. სამტრედიელებს გვეამაყება, რომ ჩვენ ქალაქს ასეთი გმირები ჰყავს. მომავალში ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლა ომის გარეშე გაგვემარჯვებინოს.” -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.

2008 წლის აგვისტოს ომში სულ 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის ოთხი სამტრედიელი – მარლენ ბარამია, ავედიკ ლომიძე, ლაშა თევზაძე და ლევან მელქაძე.

მუნიციპალიტეტის მერიამ დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადასცა.

Comments
Loading...