სამტრედიაში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

მუშები ხელფასის დაგვიანებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სამი თვის ხელფასი არ აუღიათ და მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ, ვიდრე ხელფასს არ აიღებენ.

“გვპირდებიან ხელფასებს, სხვადასხვა დღეებს გვეუბნებიან და ასე გავიდა სამი თვე. ზოგს რამდენიმე ათასი აქვს ასაღები. ეს არის ჩვენი შემოსავალი, ოჯახები როგორ ვარჩინოთ? ამიტომ გავიფიცეთ და პროტესტს არ შევწყვეტთ, ვიდრე დავალიანებას არ ავიღებთ”-აცხადებენ გაფიცულები.

სამუშაოებს შპს “აკორდი” და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია “გრინ ვაი” ასრულებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის გარკვეული პრობლემები აქვთ, თუმცა გაფიცულ მუშებს პირდებიან, რომ ხელფასები 15 დღეში დაირიცხება.

Comments
Loading...