სამტრედიაში, “ელეტ-ელექტრონიქსის” მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა, დაშავებულია მაღაზიის თანამშრომელი

თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტის ჩავარდნის შედეგად 21 წლის ბიჭი დაშავდა.

მათივე თქმით, მამაკაცი სამსახურში დღეს პირველად მივიდა, ლიფტის ჩავარდნის შედეგად ის დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“აიპრესი” შსს-ს დაუკავშირდა, უწყებაში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...