სამტრედიაში, იანეთის მე-9 უბანში, ასფალტო-ბეტონის გზა იგება

დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით გორდელაძემ მე-9 უბანში, ასფალტო-ბეტონის გზის დაგებითი სამუშაოები დაათვალიერეს და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მე-9 უბანში, 2 კმ. 200 მ. ასფალტო ბეტონის გზა იგება. 232 000 ლარის სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არქეოპოლისი” ასრულებს.

ადგილობრივის იზნუ ნურის განცხადებით–,, გზა ბევრი წელია ჩვენი დასახლების პრობლემაა. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდით გვიდგას და ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს. გზის დაგებით მოსახლეობისთვის უდიდესი პრობლემა გვარდება.“

Comments
Loading...