სამტრედიაში რიონის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს რიონის აღკვეთილი დაცული ტერიტორიების შექმნას. მისი მთავარი დანიშნულებაა ზუთხისებრთა კონსერვაცია, ანუ დაცვა ამ რეგიონში.

საინფორმაციო შეხვედრა, ამ თემაზე დღეს, დაინტერესებულ პირებთან, სამტრედიაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის ერთობლივი ინიციატივით შედგა.

პრეზენტაციაზე, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორმა, მაკა ბიწაძემ წარმოადგინა, ყურადღება გამახვილდა ზუთხისებრთა ოჯახის იმ 6 სახეობაზე, რომელიც წითელ ნუსხაშია შეყვანილი. საუბარი შეეხებოდა იმ უნბებს და მონაკვეთებს, რასაც აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ბესიკ გოფოძე, გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ მდინარე რიონი არის გლობალური მნიშვნელობის, არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ეს არის ბუნებრივი ლაბორატორია ზუთხისებრთა ოჯახისთვის, სადაც მისი გადარჩენა და გამრავლებაა შესაძლებელი, ამიტომ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა გაატაროს კონსერვაციული ღონისძიებები ამ მიმართულებით.

Comments
Loading...