- Advertisement -

სამტრედიაში, საკრებულოს დეპუტატსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა

სამტრედიაში, საკრებულოს თავმჯდომარის ნუგზარ ჯამბურიას სამუშაო ოთახში მისულ მოქალაქეს მაია ქორიძესა და ერთ-ერთ დეპუტატს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ღანირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი შენგელია ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ უძღოდა მოქალაქის მხრიდან, დეპუტატის მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება, განუხორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Comments
Loading...