- Advertisement -

სამტრედიის მერმა ქალაქის მასშტაბით დასუფთავების სამუშაოები დაათვალიერა

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მასშტაბით დასუფთავების სამუშაოები დაათვალიერა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, ქალაქის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამსახური შესაბამის სამუშაოებს აწარმოებს.

ამჯერად, ლ. თევზაძის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული კორტების მიმდებარე ტერიტორია ეკალ-ბარდებიდან სუფთავდება.

როგორც ადგილობრივმა ნიკოლოზ ილურიძემ აღნიშნა– ,,მთელი უბანი გახარებული ვართ, რომ ასეთი სპორტული მოედანი მოეწყო. ქუჩაზე დასუფთავების სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. კორტების მიდებარედ ეკალ-ბარდებიანი ტერიტორია იყო. მივმართეთ პირადად მერს და ხედავთ, რომ დღეს აქ სამუშაოები მიმდინარეობს. ყურადღება ნამდვილად არ გვაკლია და ხალხი ხედავს, რომ რაც შესაძლებელია კეთდება.“

ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

Comments
Loading...