- Advertisement -

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.

მხარის გუბერნატორმა მეორე საჯარო სკოლასთან მდებარე სანიაღვრე არხის კოლექტორი, რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელი კიბე, თამარაშვილის ქუჩაზე რეაბილიტირებული სკვერი და საბარგო სადგურის დასახლებაში 6 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

ბესიკ ამირანაშვილმა, ასევე, დაათვალიერა ახალციხის ხელოვნური ტბა, რომლის ნავმისადგომსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ნავებისთვის ახალი ბაქანი მოეწყობა. სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა 9 აპრილის ქუჩაზე, ახალაშენებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაც მოინახულა, სადაც სკვერის მოწყობა იგეგმება. აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეხვედრა, სადაც ქალაქის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელებენ.

Comments
Loading...