- Advertisement -

სამხარაულის ბიურო ქუთაისში მეტეორის ჩამოვარდნის ფაქტს არ ადასტურებს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მეტეორის ნაწილის ჩამოვარდნის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არ ადასტურებენ.

“არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ აღნიშნულის შესახებ. არც შეტყობინება შემოსულა და შესაბამისად ჩვენს მიერ არ მომხდარა ადგილის დათვალიერება.”_განუცხადეს “აიპრესს” ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ასევე განთავსდა ფოტო, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით მოქალაქემ ნიკეას ქუჩაში მეტეორის ნაწილის ჩამოვარდნის შემდეგ გადაიღო.

Comments
Loading...