- Advertisement -

სასამართლომ სიღნაღის საკრებულოს დეპუტატს “ნაცმოძრაობიდან” 2 ათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

სიღნაღის საკრებულოს დეპუტატს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2 ათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გიორგი ბაბაკაშვილის მიერ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას, რის საფუძველზეც ზურაბიშვილის წარმომადგენელმა სიღნაღის მერიას რეაგირებისთვის მიმართა. თავის მხრივ მუნიციპალიტეტმა სარჩელი სასამართლოში წარადგინა.

პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა, მოსამართლემ ,,ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

Comments
Loading...