- Advertisement -

სასამართლომ ტყიბულში, 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 5 პირი პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი დასრულდა.

საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით.

მოსამართლე თათია გოგოლაურმა არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სხდომა მოსამართლემ 6 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩანიშნა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია საქნახირის 6 თანაშრომელია დაკავებული.

ტარიელ აბესაძე მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე,
გიზო კირკიტაძე მთავარი ინჟინერი , გოჩა ქასრაშვილი თანაშემწე,
მურად აბულაძე უბნის უფროსი,
მამული კუბლაშვილი მენეჯერი,
აკაკი ახვლედიანი დირექტორი.
დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნირმების დარღვევას ედავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შენთხვევაში დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Comments
Loading...