საქართველოს ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში ფოთელების წარმატებით დასრულდა

საქართველოს ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში IPF ვერსიით, ფოთელი სპორსტსმენების წარმატებით დასრულდა. კლუბ ,,ფაზისი – 2011″ -ის წარმომადგენლებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შედეგები ასე გამოიყურება: I ადგილი – რევაზ ფაცურია (ახალგაზრდები, 83კგ წონით კატეგორიაში);
III ადგილი – გოგა გორგიძე (ღია ასაკობრივი კატეგორია, 75კგ წონით კატეგორიაში);
წოლჭიმი:
II ადგილი – აკაკი ჯგუბურია (ღია ასაკობრივი კატეგორია, 93 წონით კატეგორიაში);
III ადგილი – ლაშა ჭოჭუა (ახალგაზრდები, 83კგ წონით კატეგორიაში);
III ადგილი – ნუგზარ მარღანია (ჭაბუკები, 66კგ წონით კატეგორიაში).
პირადი მწვრთნელები: აკაკი ჯგუბურია და დავით გულუა. აღნიშნული შეჯიბრება თბილისში, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

Comments
Loading...