საჩხერეში, მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილე პოეტის სკვერში აღინიშნა

დიდი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილე ქ.საჩხერეში პოეტის სახელობის სკვერში აღინიშნა. საიუბილეო თარიღს მიეძღვნა დეკლამატორთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. აღნიშნულ კონკურსში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 140-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

ჟიურიმ გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოავლინა. 8-დან 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულებად დასახელდნენ:

1. ტატო ტოგონიძე – არგვეთის საჯარო სკოლა; 2. ნინო მარგველაშვილი – სხვიტორის საჯარო სკოლა; 3. მარიამ მარკოზიშვილი – გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლა; ხოლო 13-დან 18 წლის ასაკის კონკურსანტებში ადგილები ასე გადანაწილდა: 1. ნატა მაქაძე – კორბოულის N2 საჯარო სკოლა; 2. გიორგი შეყლაშვილი – არგვეთის საჯარო სკოლა; 3. ნათია კუჭავა – კორბოულის N1 საჯარო სკოლა; ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული პირველადგილოსნები – ტატო ტოგონიძე და ნატა მაქაძე – იმერეთის მასშტაბით რეგიონულ ტურში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში 23 აპრილს გაიმართება. პოეტის საიუბილეო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოოდნენ.

Comments
Loading...