- Advertisement -

საჩხერეში, სოფელ ცხამში ახალი ამბულატორიისა და სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, სოფელ ცხამში იმყოფებოდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ცხამის ახალი ამბულატორიის შენობა და ამავე სოფლის სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. სოფელ ცხამის სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა, მაღალი მთის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

Comments
Loading...