- Advertisement -

საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

საქართველოს პარლამენტში საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს ესტუმრა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან ივანაშვილთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში დასრულებული და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი განხორციელების გზები განიხილა.

აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემდეგი პროექტები დასრულდა:

ს. იცქისი – სანიაღვრე არხის მოწყობა;
ს. სავანე – სხირტლაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;
გაფრინდაშვილების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;
ს. არგვეთი – კუპრაშვილების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ბერიძეების საუბნო გზის მოხრეშვა;
ს. შალაური – ბუსხრიკიძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; იაკობაშვილების საუბნო გზის მოხრეშვა;
ს. იტავაზა – ძინძიბაძეების უბანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; ძინძიბაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; დურევის უბანში სარიტუალო დარბაზის რეაბილიტაცია; დურევის უბანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
დღეისთვის სოფლებში – სავანე, არგვეთი, ბახიოთი, იტავაზა და ცხამი – თექვსმეტი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს:
ს. სავანე – ღონღაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; სავანე-გამოღმა არგვეთის დამაკავშირებელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; სავანე-გამოღმა არგვეთის დამაკავშირებელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;
ს. არგვეთი – საბავშვო ბაღის მშენებლობა; მედეა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის მშენებლობა; მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერის მოწყობა; საჯარო სკოლის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; საჯარო სკოლასთან პაოლო იაშვილის ბარელიეფის მოწყობა; არგვეთი-გამოღმა არგვეთის დამაკავშირებელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; არგვეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის ჭერის რეაბილიტაცია;
ს. ბახიოთი – სარიტუალო დარბაზის რეაბილიტაცია; სკოლის შემოღობვა და გარე საპირფარეშოს მოწყობა;
ს. იტავაზა – შაორშაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;
ს. ცხამი – სასმელი წყლის სისტემის მოწყობა; ეთო-ეხვევის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სკოლის შემოღობვა და გარე საპირფარეშოს მოწყობა;
არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში დაგეგმილი და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ს. იცქისი – საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია; სკოლის ეზოში მინიმოედნის მოწყობა; შიდა საუბნო გზის პროექტირება;
ს. სავანე – აბაშიძეებისა და გაბაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; მინიმოედნის მოწყობა; კომლაძეების უბანში წყაროს რეაბილიტაცია (მიმდინარეობს პროექტირება); ამყოლაძე-ტაბატაძეების უბანში სკვერის პროექტირება; მოდებაძე-ამყოლაძეებისა და გაფრინდაშვილების საუბნო გზის პროექტირება; ალავიძეები, დიდბერიძეებისა და კომლაძეების შიდა საუბნო გზის პროექტირება; ქავთარაძე, აბაშიძე, კომლაძეებისა და ღონღაძეების საუბნო გზის პროექტირება;
ს. არგვეთი – კიპაროიძეებისა და ქვათაძეების უბანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია; პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა; კიპაროიძეების საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;
ს. მახათაური – ბაზაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; სასმელის წყლის სისტემის პროექტირება; საჯარო სკოლის მიმდებარედ აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალ ირაკლი ბაზაძის სახელობის სკვერის მოწყობა; ტეფნაძეების სარიტუალო დარბაზში საპირფარეშოს კეთილმოწყობა; საჯარო სკოლის სველი წერტილებისა და გათბობის მილსადენების რეაბილიტაცია (ტენედერი უახლოეს ხანში გამოცხადდება);
ს. შალაური – სასმელის წყლის სისტემის პროექტირება; ბუსხრიკიძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;
ს. ბახიოთი – გადაღმა ერაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;
ს. იტავაზა – სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; შაორშაძეების N2 უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; დურევის უბნის ცენტრალურ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;
ს. ცხამი – მამაცაშვილების საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ცხამი-დურევი-იტავაზის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ამბულატორიის მშენებლობა; ეთო-ეხვევის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;
მაჟორიტარი დეპუტატი პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს ეწვევა და მოსახლეობას ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე და სამომავლო პროცესს გააცნობს.

Comments
Loading...