სიღნაღის ისტორიულ თაღზე მიმდინარე სამუშაოები შეჩერდა

სიღნაღიში ისტორიული გალავანის თაღზე მიმდინარე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სააგენტოს ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსმა მოინახულა.

სააგენტომ მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.

“ეს არის უნებართვო სამუშაოები. სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს . რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამ შემთხვევაში მხოლოდ კომპანიის პასუსხიმსგებლობას ვხედავ. შევისწავლით საქმეს და შესაბამის დასკვნას დავდებთ. იმ შემთხვევაში თუ სამუშაოები არ შეჩერდება კომპანია დაჯარიმდება”- განაცხადა ლევან ჭავჭავაძემ.

Comments
Loading...