სიღნაღის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტ პედაგოგს სახელფასო დავალიანება სრულად ჩაერიცხა

სიღნაღის მერიის ინფორმაციით, უწყებას დავალიანების დაფარვაში ფინანსთა სამინისტრო დაეხმარა.

„ოთხი თვის განმავლობაში ადგილობრივი შემოსავლები 180 ათასი ლარით ნაკლები შემოვიდა, რამაც პრობლემა წარმოქმნა. მაქსიმალურად ვცდილობდით პრობლემის დროულ მოგვარებას. ამიტომ დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან. ყველა პედაგოგს დაგვიანებული ხელფასი სრულად ჩავურიცხეთ“, – განაცხადა სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა.

ცნობისათვის, ცოტა ხნის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების პედაგოგებმა ერთთვიანი სახელფასო დავალიანების გამო აქციაც გამართეს.

Comments
Loading...