- Advertisement -

სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი მოკლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანშჭი 61 წლის მამაკაცი სიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ოჯახური კონფლიქტია. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც სიმამრთანაც ხშირად ჰქონდა კონფლიქტი.

მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ სიმამრი მოკლა, წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Comments
Loading...