- Advertisement -

სოფელ ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალი “ნაცმოძრაობის” წევრებმა ყვავილებით შეამკეს

სოფელ ქვემო ალვანში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა.

პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ყველა ქართველის ვალია გმირებისთვის პატივის მიგება.

,,ეს ის ადამიანები არიან,ვის კისერზე და მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფო. რომ არა ასეთი გმირები, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არია. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი თითოეული ქართველის ვალი და მოვალეობაა არამხოლოდ გიროგი ანწუხელიძის, არამედ ყველა გმირის გახსენება და პატივის მიგება მათთვის.,, – აღნიშნა ბოტკოველმა.

Comments
Loading...