- Advertisement -

სოფელ დურევში საავტომობილო გზისა და სარიტუალო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ დურევში საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარი 2650 მოეწყო. ამ დრომდე სოფელს კეთილმოწყობილი გზა არ ქონია და გადაადგილება მოსახლეობის ძირითად პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის დაფინანსების წყარო რეგიონული განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტია.

აღნიშნული პროექტი გარდამავალია, სამომავლოდ გზის საფარი კიდევ 1300 მეტრზე მოეწყობა. ამ დროისათვის, სოფელ დურევში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობის სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად.

Comments
Loading...