სოფელ პერევში შუკაკიძეებისა და ტოროშელიძეების უბნებში ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს

სამუშაო პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოს ინდ/მეწარმე ბადრი ლომაურიძე ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი გარდამავალია და ხელშეკრულების პირობების თანახმად 2020 წლის მაისში დასრულდება.

Comments
Loading...