- Advertisement -

სოფელ ჩოხში, ხვალ გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნება

ამის შესახებ ინფორმაიას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

“19 ოქტომბერს, სოფელ ჩოხში, ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი იხსნება.

მუზეუმის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებს გაიხსენებენ. გაიმართება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით. ჩატარდება საცხენოსნო სპორტული შეჯიბრება. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილობრივი სამზარეულოს კერძები დააგემოვნონ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...