სუბარი: დეკემბერში განაგრძობს შახტები მუშაობას, გარანტირებული უსაფრთხოებით

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ-მინისტრისა და მეშახტეების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა ბახტაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.

“გახსოვთ ალბათ ივლისში როდესაც მოხდა ტრაგედია, ჩამოსული ვიყავით, ამის შემდეგ ვთქვით, რომ შახტები დაიხურებოდა მანამდე ვიდრე უსაფრთხოების ნორმები ბოლომდე არ იქნებოდა დაცული, დღეს ვართ იმ ეტაპზე როცა ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა დეკემბერში დაიდება და დეკემბერში განაგრძობს შახტები მუშაობას, გარანტირებული უსაფრთხოებით. ეს საკითხი გადაწყვეტილია და შესრულდა პრემიერის დანაპირები რომ ვიდრე შახტები მუშაობას განაახლებენ, აქ დასაქმებულები იღებენ კუთვნილ ხელფასს. ამავდროულად არის მეორე საკითხიც, გრძელვადიან სტრატეგიაზე მიდის მუშაობა როგორც შახტების ასევე ქალაქის მასშტაბით.

დღეს იმიტომ ჩამოვედით აქ რომ უკვე მზად ვართ პასუხები გავცეთ ამ ადამიანებს”-განაცხადა სუბარმა.

Comments
Loading...