სურამს განვითარების გენერალური გეგმა ექნება

„გადავწყვიტეთ, რომ სურამის განვითარებს გეგმას დავიწყებთ, განვახორციელებთ და შესაბამისად უკვე სურამის განვითარებაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ,“ – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როგორც იცით, სივრცითი მოწყობის ფარგლებში ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ტურისტულად მნიშვნელოვანი და საინტერესო ლოკაციების სივრცითი მოწყობის გეგმებს, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიებისთვის ახალი ფუნქციების მოძიებასაც, ასევე რსებული ფუნქციების აღდგენას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ტერიტორიებზე განაშენიანების ისეთი სახის რეგულირებას, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, იქ სრულფასოვანი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კურორტები ჩამოყალიბდეს.

ამასთან ერთად, განვითარების გეგმების შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე დონორების დახმარებით, ან სახელმწიფო ბიუჯეტით ახორციელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც არის საჭირო ამა თუ იმ დასახლების კურორტად ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ სურამის განვითარებს გეგმას დავიწყებთ, განვახორციელებთ და შესაბამისად, უკვე სურამის განვითარებაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ,“ – განმარტა ცქიტიშვილმა.

Comments
Loading...