- Advertisement -

უგულავა: ზუგდიდში “ოცნება” 17 წევრმა დატოვა და ჩვენ შემოგვერთდა

ზუგდიდში “ქართული ოცნება” 17 წევრმა დატოვა და ,,ევროპულ საქართველოს” შეუერთდა.
ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

უგულავას თქმით, ეს ადამიანები წლების მანძილზე იყვნენ ქართული ოცნების წევრები, თუმცა მათთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა.

“მნიშვნელოვანი დღეები დარჩა არჩევნებამდე.მივესალმები ამ ადამიანების გადაწყვეტილებას, ესენი იყვნენ ქართული ოცნების წევრები,მაგრამ რაც ოცნებამ ჩაიდინა, ეს უკუსვლა, ეროზია ჭაობი მთელი საქართველოს მაშტაბით, გარდა ამისა ამ ადამიანებისთვის მძიმე აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. მისი მხარდაჭერა ნიშნავს კომპრომისს საკუთარ სინდისთან, რადგან სალომე არის ნაღმი, რითაც ოცნება საქართველოს ფუნდამენტს ურღვევს,”_ განაცხადა უგულავამ.

Comments
Loading...