უსუფაშვილი: ამ ტემპით თუ ვიარეთ, აფრიკის ქვეყნებიც გაგვასწრებენ მალე

“როგორ შევცვალოთ მორიგი ხელისუფლება, რომელიც ისევ არ გამოგვადგა” – ამ სიტყვებით დაიწყო “შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ხულოში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე კანდიდატმა სხვადასხვა საკითხებს შეეხო, ისაუბრა ქვეყნის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის პრობლემებზე და ამომრჩეველს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

“30 წელია ეს ქვეყანა ფაქტიურად დამოუიდებელია და ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოთ, რა თქმა უნდა რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ამ ტემპით თუ ვიარეთ მთელი მსოფლიო გაგვასწრებს. მარტო ამერიკა, იტალია და ბრიტანეთი კი არა აფრიკის ქვეყნებიც გვასწრებენ უკვე ბევრ რამეში”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენობის კანდიდატმა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების სიმცირეზეც ისაუბრა, მან დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი “ოცნების” შემთხვევით რჩეული კანდიდატი არ არის და ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებას”წინასწარ ჰქონდა გათვლილი.

“დრო არის, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო კვალიფიციურად ვაკეთოთ საქმე ჩვენი რაიონის, სოფლის და რეგიონის პატრონობა. ვინმემ დაუჯერეთ რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და ოცნებამ მერე იპოვა? დამოუკიდებლად შემოვიდა საქმეში და მერე უცებ კარგი კადრი ნახეს, არა ეს ყველაფერი გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი,თუცა მერე ისე წავიდა სიტუაცია რომ ამ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებიცკი თვალებს ხრიან,” – განაცხად დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა პენსიების ზრდასაც შეეხო და განაცხადა,რომ კანდიდალი რომელიც ამომრჩეველს პენსიის ზრდას ჰპირდება ის მოსახლეობას შეურაცყოფას აყენებს რადგან პენსიის ზრდას ბიუჯეტი სჭირდება რაც პრეზიდენტს კიარა მთავრობას აქვს.

“პრეზიდენტობის კანიდატები ვინც ამბობს,რომ პენსიებს უნდა მოუმატოს ის თვლის, რომ ჩვენ მოსახლეობას არაფერი არ გაგვეგება მაგ საქმეში და აი ესე მარტივად ვინც ლამაზ სიტყვებს გვეტყვის გავყვებით იმას. ეს შეურაწყოფაა იმიტომ, რომ ვიცით პენსიების გაზრდას ჭირდება ბიუჯეტი და განხების განკარგვა რაც პრეზიდენტს არ აქვს, ბიუჯეტი მთავრობას აქვს” აღნიშნა შეხვედრაზე დავით უსუფაშვილა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსხლეობას საუბრის ბოლოს რჩევებიც მისცა თუ რის მიხედვით აირჩიონ მომავალი პრეზიდენტი და რა თვისებები უნდა გააჩნდეს მას, უსუფაშილის თქმით მომავალ პრეზიდენტს პირველ რიგში სუფთა წარსული უნდა ჰქონდეს.

“როგორმე უნდა მოვძებნოთ ისეთი ხალხი ასარჩევად ვისაც უმწიკლო წარსული აქვს, ვინც სულით უნდა იყოს სუფთა, ადამიანი მაშინ უნდა იყოს სუფთა, როცა ლუპით და კამერით არ დაყვებიან, როცა მოპარვა შეეძლო ამის შანსი ჰქონდა თუმცა მან მაინც არ მოიპარა აი სწორედ მაშინ ხარ წესიერი კაცი” აღნიშნა “შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა.

Comments
Loading...